ბასილაშვილი მასტერსის ფინალში დამარცხდა | ნორი ჩემპიონია
2 წლის წინ
ქართული სპორტი
2 წთ
რაც შეეხება ფინალს, სადაც ბასილაშვილს ოპონირებას მსოფლიო რეიტინგის 26-ე ნომერი, კამერონ ნორი, უწევდა, ქართველი ჩოგბურთელი მეორე სეტის საწყისი გეიმების ჩათვლით, სრულიად დაბალანსებული ჩოგბურთით იყო წარმოდგენილი. მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი მეორე სეტში ბრეიკით იყო წინ, ნორიმ სეტში "დაბრუნება" შეძლო და საბოლოოდ საკუთარ აქტივშიც მიითვალა. საჩემპიონო სეტში ბრიტანელმა ჩოგბურთელმა უპირატესობა საწყის გეიმებშივე მოიპოვა, გამოსდიოდა ყველაფერი, იყო ფაქტობრივად უშეცდომო და შედეგიც შესაბამისი დადგა - ნორი 2021 წლის ინდიან უელსის გათამაშების ჩემპიონია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მასტერსის ტიპის ფინალში ქართველი ჩოგბურთელის ასპარეზობა ისტორიული მაჩვენებელია.