Belive

ბასილაშვილი მასტერსის ნახევარფინალშია | მსოფლიოს მე-3 ნომერი დამარცხებულია

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საჩოგბურთო სამყაროში 2021 წლის ბოლოს წინა მასტერსის ტიპის (1000-ქულიანი) ტურნირი, ინდიან უელსი, იმართება. ტურნირზე მონაწილეობას იღებს საქართველოს პირველი ნომერი, ნიკოლოზ ბასილაშვილიც. ნიკა ტურნირზე 29-ე ნომრადაა განთესილი, რის გამოც ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე ამერიკელი ჩოგბურთელი, კრისტოპერ იუბანკსი გახლდათ. იუბანკსის ბარიერი ბასილაშვილმა წარმატებით და რაც მთავარია, დამაჯერებლად დაძლია. ამერიკელი ოპონენტის შემდეგ, ალბერტ რამოს-ვინოლასს დრამატულ ბრძოლაში აჯობა და პირადი რეკორდი დაამყარა – გავიდა მასტერსის 1/8-ფინალურ ეტაპზე. 1/8-ფინალში ქართველ ჩოგბურთელს კარენ ხაჩანოვის წინააღმდეგ მოუწია ასპარეზობა, რომელსაც იუბანკსის მსგავსად, დამაჯერებლად, 2-სეტში, ანგარიშით – 6:4; 7:6(6), სძლია. 1/4-ფინალურ ეტაპზე ბასილაშვილის მეტოქე მსოფლიო რეიტინგის მე-3 ნომერი, სტეფანოს ციციპასი იყო, რომელსაც ქართველი ჩოგბურთელი დრამატული ბრძოლის შედეგად, ანგარიშით - 6:4; 2:6; 6:4, გაუმკლავდა. მასტერსის ტიპი 1/2-ფინალში გასვლით, ქართველმა ჩოგბურთელმა, პირადი რეკორდი გააუმჯობესა.

ნიკა ინდიან უელსის საუკეთესო 4 ჩოგბურთელს შორისაა, პირველი ნახევარფინალური წყვილი უკვე ცნობილია - ჰურკაჩი Vs. ნორი, ნიკოლოზის მეტოქე კი ალექსანდრ ზვერევისა და ტეილორ ფრიცის წყვილს შორის გამარჯვებული იქნება.

სხვა სტატიები