Belive

ბასილაშვილი ჰამბურგის ტიტულის დაცვას ბრწყინვალედ განაგრძობს!

4 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ახალი კვირიდან გერმანიაში სტარტი აიღო ჰამბურგის 500-ქულიანმა ტურნირმა, სადაც მოქმედი ჩემპიონი ნიკოლოზ ბასილაშვილია. ნიკას ჰამბურგის ასპარეზზე ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს - მან უნდა დაიცვას გასულ წელს მოპოვებული 500 ქულა. პირველი ორი რაუნდის საკმაოდ დამაჯერებლად და წარმატებულად დაძლევის შემდეგ, 1/4-ფინალურ ეტაპზე ნიკას მეტოქე ჟერემი ჩარდი გახლდათ, რომელსაც ასევე საკმაოდ მარტივად 2-სეტში გაუმკლავდა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 6:2, 6:3 - ბასილაშვილის სასარგებლოდ.  მომდევნო ეტაპზე ნიკას მეტოქე ალექსანდრ ზვერევისა და ფილიპ კრაინოვიჩს შორის გაირკვევა. Live.ge ულოცავს ნიკას ნახევარფინალში გასვლას და წარმატებებს უსურვებს მას მომდევნო შეხვედრებში!

სხვა სტატიები