Belive

ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის 1/4-ფინალშია | ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 31-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირზე ასპარეზობს, სადაც საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვდა. საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართველმა ჩოგბურთელმა ორი თამაში მოიგო, რის შედეგადაც ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ძირითადი ბადის პირველ ეტაპზე ქართველმა, საკმაოდ გამოცდილი ფრანგი ოპონენტი, ჟილ სიმონი დაამარცხა და 1/8-ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მისი მეტოქე არტურ რინდერკნეხი გახლდათ. რინდერკნეხის ბარიერი ნიკოლოზისთვის შემაჩერებელი არ აღმოჩნდა - ქართველმა ჩოგბურთელმა მიჯრით მეორე ფრანგი ოპონენტი გამოთიშა გერმანულ ასპარეზს. მომდევნო ეტაპზე ნიკას ლოიდ ჰარისის დამარცხება მოუწევს, შესაბამისად შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

სხვა სტატიები