Belive

ბარსელონა ვალენსიასთან დამარცხდა | თორნიკემ 20 წუთი ითამაშა

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანეთის ACB ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში ვალენსიამ ბარსელონა 93:81 დაამარცხა.

თორნიკე შენგელიამ 21:04 წუთი ითამაშა, რა დროშიც 10 ქულა (6-დან 3 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი, 1-დან 1 საჯარიმო), 5 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.

მატჩში ყველაზე მეტი 16-16 ქულა დარიუს ტომპსონმა და ვილ კლაიბერნმა ჩააგდეს.

ბარსელონა მომდევნო შეხვედრას ევროლიგის ეგიდით ჩაატარებს და მეტოქე იქაც ვალენსია იქნება, მატჩი 10 ოქტომბერს 22:30 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები