ბაქოს გრანდ სლემი: დღე I - ბაქოში სამი სპორტსმენით ვიწყებთ | პრევიუ
5-7 ნოემბერს, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ძიუდოს საერთაშორისო შეჯიბრი – ბაქოს გრანდ სლემი გაიმართება, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 10 სპორტსმენი იასპარეზებს.
5 ნოემბერს სტარტს აიღებს ბაქოს გრანდ სლემი, სადაც საქართველოს ნაკრების სახელით 3 სპორტსმენი იასპარეზებს. Le complément alimentaire Forcapil formule fortifiante cheveux et ongles du laboratoire Arkopharma est également présent sur votre https://asgg.fr/ parapharmacie en ligne. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსანი – ვაჟა მარგველაშვილი, ტოკიოს ოლიმპიადის შემდეგ პირველ შეჯიბრს ჩაატარებს.
-60 კგ
-60 კგ წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ჯაბა პაპინაშვილი დაიცავს. ჯაბა განთესილი არ იქნება, შესაბამისად ასპარეზობაში პირველივე ეტაპიდან ჩაერთვება, სადაც მისი მეტოქე უკრაინელი – კირილ სამოტუგი იქნება. უკრაინულო ბარიერის დაძლევის შემთხევაში, ქართველი ფალავანი, რუს – დამირ მერემოვსა და აზერბაიჯანელ – ბალაბაი აღაიევს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
-66 კგ
-66 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებენ: ვაჟა მარგველაშვილი და ბაგრატ ნინიაშვილი. ვაჟა მარგველაშვილი A ბადეში მიიღებს მონაწილეობას და განთესილი იქნება, შესაბამისად იგი ასპარეზობაში მეორე ეტაპიდან (1/8 ფინალიდან) ჩაერთვება, სადაც მეტოქედ, იაპონელ – იუჯი აიდასა და აზერბაიჯანელ – იბრაჰიმ ალიევს შორის გამარჯვებული ეყოლება.
რაც შეეხება ბაგრატ ნინიაშვილს, ბაგრატიც განთესლია და D ბადეში მიიღებს მონაწილეობას, სადაც მეტოქედ, აზერბაიჯანელი – ისმაილ იბრაჰიმოვი ეყლება. აზერბაიჯანელი მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, ბაგრატ ნინიაშვილი, 1/4 ფინალში, მოლდოველ – დენის ვიერუსა და მონღოლ – ნარმანდახ ბაიანმუხოვს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
წინასწარი შეხვედრები 12:00, ხოლო ფინალური ბლოკი 17:00 საათზე დაიწყება.