Belive

ბაქოს გრან სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე: გელა ზაალიშვილი ოქროსთვის იჭიდავებს!

4 წლის წინ ქართული სპორტი
3 წთ
დღეს, 12 მაისს, სტარტი აიღო ბაქოს გრან სლემის ბოლო ფინალურმა დღემ. ბაქოში დღეს საუკეთესო ოთხეულებს 90, 100 და +100 კილოგრამიანებს გამოავლენენ. ქართველებიდან ერთბაშად 6 ფალავანი ასპარეზობდა, ესენი არიან: ლაშა ბექაური, ავთანდილ ჭრიკიშვილი (ორივე 90), ონისე სანებლიძე, გიორგი ბერიაშვილი (ორივე 100), გელა ზაალიშვილი, გიორგი ზაქარიაძე (+100).  18 წლის ქართველი ფალავანი - ლაშა ბექაური ბაქოს გრან სლემზე მეორე ეტაპიდან ჩაერთო. მან პირველივე ბრძოლაში მონღოლი - ალტანბაგარა განტულგა დაამარცხა და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონი სერბი - ნემანია მეიდოვი იყო. სამწუხაროდ ლაშა სერბ მსოფლიო ჩემპიონთან უშანსოდ დამარცხდა და ბაქოს გრან სლემს გამოეთიშა. -90 კილოგრამ წონით კატეგორიაში საქართველოს გირსებას ლაშა ბექაურთან ერთად, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი - ავთანდილ ჭრიკიშვილი იცავდა. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, იგი პირველივე ეტაპზე მასპინძელ - მამმადილ მეჰდიევთან დამარცხდა და ბაქოს გრან სლემს ნაადრევად გამოეთიშა. -100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ონისე სანებლიძე მეორე ეტაპიდან ჩაერთო ასპარეზობაში. პირველ ბრძოლაში მისი მეტოქე ავსტრიელი - ლაურინ ბოეჰლერი იყო, რომელიც ონისემ მარტივად დაამარცხა და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც იგი რუს - კაზბეკ კანკიშიევს დაუპირისპირდა. სამწუხაროდ ონისე სანებლიძემ რუსული ბარიერი ვეღარ გადალახა და ბაქოს გრან სლემს მესამე ეტაპიდან გამეოთიშა. ონისე სანებლიძის მსგავსად დაიწყო ასპარეზობა გიორგი ბერიაშვილმა, რომელიც მეორე ეტაპიდან ჩაერთო ბაქოს გრან სლემს. მისი პირველი მეტოქე უნგრელი - ზალან ოჰატი იყო, რომელიც გიორგიმ მარტივად დაამარცხა და მესამე ეტაპზე გავიდა, სადაც მას ირლანდიელი - ბენჟამინ ფლეტჩერი დაეჭიდა. სამწუხაროდ გიორგიმ ასპარეზობა სწორედ ირლანდიელ სპორტსმენთან დაასრულა. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ძალიან წარმატებულად ასპარეზობს გელა ზაალიშვილი, რომელმაც ასპარეზობა მეორე ეტაპიდან დაიწყო და პირველივე ბრძოლაში უძლიერესი ჰოლანდიელი - როი მეიერი დაამარცხა. მესამე ეტაპზე გელას მეტოქე მასპინძელი - რუსტამ კოციევი იყო და გელამ აზერბაიჯანელის ბარიერის მარტივად გადალახა და საკუთარი ბადის გამარჯვებული გახდა. 1/4 ფინალში კი მისი მეტოქე რუსი - ანტონ კრივობოკოვი იყო, რომელიც გელამ 3 წუთში იპონით დაამარცხა და ფინალში გავიდა. რაც შეეხება მეორე მძიმეწონოსან - გიორგი ზაქარიაძეს, გიორგიმ ასპარეზობა პირველივე ეტაპიდან დაიწყო, სადაც მისი მეტოქე სლოვენიელი - ვიტო დრაგიჩი იყო. ქართველმა სლოვენიელის ბარიერი ძალიან მარტივად გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა, სადაც მისი მეტოქე გერმანელი - სვენ ჰეინლი იყო. სამწუხაროდ სვენ ჰეინლისთან ბრძოლა გიორგისთვის ბაქოს გრან სლემზე ბოლო აღმოჩნდა.

სხვა სტატიები