Belive

as: "მათი დუეტი კალცონას აქტივი და ისტორიული გამარჯვების შესაძლებლობაა"

2 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ესპანური მედია საშუალება as.com უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "ნაპოლისა" და "ბარსელონას" შეხვედრის შესახებ სტატიას აქვეყნებს და წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და მის პარტნიორს თავდასხმის ხაზში, კატალონიელებთან ისტორიული გამარჯვების მოტანა შეუძლიათ.

"გასული თვეების განმავლობაში ნეაპოლმა ნამდვილი ქარტეხილები გადაიტანა, განსაკუთრებით უახლოეს პერიოდში. ამის ფონზე, კასტელ ვოლტურნოს საწვრთნელ ბაზაზე დეკემბრის შემდეგ პირველად, ოსიმენი და კვარაცხელია ერთ მოედანზე კვლავ გამოჩნდნენ. ისინი სავარჯიშოდ გაღიმებულები გავიდნენ, ხუმრობდნენ, ნიგერიელმა კი გულშემატკივრებთან ფოტოები გადაიღო და ავტოგრაფები დაარიგა. როცა ეს ორი ბიჭი ფორმაშია, მათი ნებისმიერ მეტოქეს უნდა ეშინოდეს.

ეს ის ორი ფეხბურთელია, რომელიც აურელიო დე ლაურენტისისთვის ნამდვილ საგანძურს წარმოადგენს და მათ 250 მილიონ ევროდ აფასებს. თავის მხრივ, ეს არის ფრანჩესკო კალცონას აქტივი, რათა თავისი მოგზაურობა ნეაპოლური გუნდის მთავარი მწვრთნელის რანგში ისტორიული გამარჯვებით დაიწყოს.

სეზონი აქამდე კატასტროფული იყო, მაგრამ "ნაპოლის" ჯერ კიდევ აქვს მცირე შანსი, რომ დაუვიწყარი გახდეს: ჩემპიონთა ლიგაზე სამხრეთელებს ისტორიაში მეორედ მეოთხედფინალში გასვლის შანსი აქვთ. ამით "აძურები" უპირველეს ყოვლისა, საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატის განახლებულ გათამაშებაში ადგილს მოიპოვებენ და წაართმევენ დიდ მეტოქეს, ტურინის "იუვენტუსს".

"ვეზუვის" სამეზობლოში იმედი აქვთ, რომ "ბარსა", რომელიც გასული წლებივით საშიში ვეღარ არის, იქნება მეტოქე, რომელთან გამარჯვებითაც სეზონის ნეგატიური პერიოდის გამოსწორება შესაძლებელი იქნება. ხვიჩასა და ვიქტორის სიძლიერე ყველამ იცის, თუ ეს მათი ღამე იქნება, ნეაპოლი იზეიმებს", - წერს as.com-ი.

"ნაპოლისა" და "ბარსელონას" პირველი მატჩი ნეაპოლში 22 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები