"კვარაცხელია შესანიშნავად თამაშობს, რუდი გარსია კი, შეცდომებს უშვებს და უბრალოდ უმართლებს" - კასანო
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ანტონიო კასანომ, რომელიც საქართველოს ნაკრებისა და "ნაპოლის" ვარსკვლავის, ხვიჩა კვარაცხელიას დიდი გულშემატკივარია, 22 წლის ქართველზე ისაუბრა.
მილანის "ინტერის", "მილანის", "რომას", მადრიდის "რეალისა" და იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა, აღნიშნა, რომ კვარაცხელია შესანიშნავ ფორმაშია, გუნდის მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია კი შეცდომებს უშვებს.
"ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ გარსია ცოტას მუშაობს და "ნაპოლის" შედეგები სენსაციაა. შეიძლება ის ბევრს საუბრობს ფეხბურთელებთან, მაგრამ ისეთ დიდ გუნდში, როგორიც "ნაპოლია", არ მგონია, მან დიდხანს გაძლოს.
"ნაპოლიში" პოლიტანო და კვარაცხელია მშვენივრად თამაშობენ. სხვები ცოტათი ნაკლებს აკეთებენ, ფრანგი მწვრთნელი კი, შეცდომებს უშვებს.
ვიმეორებ, გარსია წინ მხოლოდ ინტუიციითა და შემთხვევითობით მიიწევს. ეს ძალიან ცოტა ნამუშევარია იმასთან შედარებით, რასაც ლუჩიანო სპალეტიმ მიგვაჩვია", - თქვა ანტონიო კასანომ.
იტალიის სერია A-ში ჩატარებული 10 მატჩის შემდეგ, "ნაპოლის" 18 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს კი, 4 ნოემბერს, "სალერნიტანასთან" გამართავს.