Belive

ანდრეი დემჩენკო: "პირველმა მატჩმა მეტოქე უკეთ გაგვაცნო - შეცდომები გავაანალიზეთ და მოედანზე გამოვასწორებთ"

8 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

უეფას ევროპის კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში პოლტავის "ვორსკლასთან" დაპირისპირების წინ, გორის "დილას" მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ კომენტარი გააკეთა.

"ვორსკლასთან" პირველი მატჩის შემდეგ ბევრი რამ გავაანალიზეთ, დეტალურად განვიხილეთ გასული მატჩების ყველა შეცდომა და ვეცდებით საპასუხო შეხვედრაში ეს ყველაფერი გავითვალისწინოთ.

პირველმა მატჩმა მეტოქის შესახებ ბევრი ნიუანსი დაგვანახა, რასაც არ ველოდით, მაგრამ ახლა შემიძლია ვთქვა, რომ მოწინააღმდეგე კარგად შევისწავლეთ. თუ გვინდა მოედანზე დომინირება, ბურთის კონტროლი უნდა შეგვეძლოს.

ჩვენი გულშემატკივრები ყოველთვის დიდ ძალას გვაძლევენ და გვაქვს საკმარისი რესურსი, რომ მათთან ერთად, საკუთარ მოედანზე ეს ბრძოლა მოვიგოთ", - თქვა უკრაინელმა სპეციალისტმა.

გორის "დილასა" და პოლტავის "ვორსკლას" შორის ორმატჩიანი დუელის პირველი ნახევარი უკრაინელების გამარჯვებით - 2:1 დასრულდა. საპასუხო შეხვედრა 3 აგვისტოს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები