Belive

ალექსანდრე იაშვილი: "ჯაბა კანკავა სამშობლოს და ნაკრების სიყვარულის მაგალითია"

1 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

მარტის შეკრების დაწყების წინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა მოახლოებული ისტორიული მატჩის შესახებ ისაუბრა.

"საქართველოს ნაკრები ამ მატჩისთვის ქალაქგარეთ, საგურამოში, დახურულ სასტუმროში მოემზადება. გადავწყვიტეთ, რომ ახლა, ამ პერიოდში ეს ყველაფერი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იქნებოდა, ამიტომაც, ეროვნული გუნდი უფრო მეტად მშვიდ გარემოში მოემზადება.

რაც შეეხება ჯაბა კანკავას, ჩემი აზრით ის საქართველოს ნაკრების და მთლიანად, ქვეყნის სიყვარულის მაგალითია. მან ნაკრებში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო და იმედი გვაქვს, გამარჯვებას ერთად ვიზეიმებთ.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებთან ჩასვლა, შეხვედრა მათ თამაშებზე დასწრება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. ყველა მათგანი კარგ ფორმაშია და როგორც ფიზიკურად, ისე სათამაშო კუთხით და მენტალურად მზად არის.

ვილი სანიოლს საქართველოს ნაკრებთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ბოლომდე აქვს. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ ახლა, ამ ძალიან მნიშვნელოვან პერიოდში ამაზე საუბარი ნაადრევია.

რა თქმა უნდა, ძალიან გვიხარია, ილია თოფურიას, ქართველი სპორტსმენის ეს უდიდესი წარმატება. რაც შეეხება "დინამო არენაზე" საჩემპიონო ქამრით გამოსვლას, როგორც მოგეხსენებათ, ეს UEFA-ს ორგანიზებული ტურნირია და ამ მიმართულებით რამდენიმე დეტალი გვაქვს დასაზუსტებელი." - თქვა ალექსანდრე იაშვილმა.

საქართველოს ნაკრები ლუქსემბურგთან, ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ მატჩს 21 მარტს, "დინამო არენაზე" გამართავს. გამარჯვების შემთხვევაში, 26 მარტს, კვლავ საშინაო კედლებში, საბერძნეთისა და ყაზახეთის ნაკრებებს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

სხვა სტატიები