Belive

აკაკი ქემერტელიძე ზაგრების სარეიტინგო ტურნირის გამარჯვებულია

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე, 70 კგ წონითი კატეგორიის ფინალში, აკაკი ქემერტელიძემ გიორგი ელბაქიძე დაამარცხა და საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს, 2024 წელს პირველი ოქროს მედალი მოუპოვა.

აღსანიშნავია, რომ პირველ საშეჯიბრო დღეს, საქართველოს ნაკრებმა 3 მედალი მოიპოვა. აკაკი ქემერტელიძისა (ოქრო) და გიორგი ელბაქიძის (ვერცხლი) პარალელურად, ევსემ შველიძემ (86 კგ) ისრაელის წარმომადგენელი დაამარცხა და ზაგრების სარეიტინგო ტურნირზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

სხვა სტატიები