Belive

90min: "კვარაცხელია ბარსელონასთვის ყველაზე სახიფათო ფეხბურთელია"

3 თვის წინ ქართული სპორტი
1 წთ

პოპულარული საფეხბურთო მედია საშუალების, 90min-ის ესპანურმა ვერსიამ, "ბარსელონასთვის" უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, "ნაპოლის" მხრიდან ყველაზე სახიფათო ფეხბურთელების შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

მოკლედ, 5 ფეხბურთელისგან დაკომპლექტებულ სიაში პირველ პოზიციას საქართველოს ნაკრების ვარსკვლავი, ხვიჩა კვარაცხელია იკავებს. 22 წლის ქართველ შემტევს 90min შემდეგნაირად აღწერს.

"ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლელთა გუნდის ყველაზე სახიფათო წარმომადგენელია. ნიჭიერი ქართველი შემტევი განსაკუთრებული ტექნიკური ოსტატობით და ხედვით გამოირჩევა, რომელსაც ნებისმიერ დაცვის ხაზში ბალანსის დარღვევა შეუძლია.

მისი უნარ-ჩვევები, რომელშიც მეტოქის მესამედში გასაოცარი მომენტის შექმნაც შედის, "ბარსელონას" დაცვისთვის გამოწვევა იქნება", - წერს 90min.

"ნაპოლისა" და "ბარსელონას" ორშეხვედრიანი დუელის პირველი მატჩი ნეაპოლში, 22 თებერვალს გაიმართება და თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება საპასუხო შეხვედრას, ის ბარსელონაში 13 მარტს შედგება და 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები