35 წლის შემდეგ მეორედ | საქართველოში ევროპის და აფრიკის ჩემპიონატი ჩატარდება
წყალსახთხიმალურო სპორტში, საქართველოში ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატი ჩატარდება.
ფოთში, მალთაყვის ტერიტორიაზე მდებარე "ოქროს ტბის" წყალსათხილამურო ბაზაზე, ორი მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიება გაიმართება. ჯერ 20-21 ივლისს, Pro-Am International Water Ski Tournament, ხოლო შემდეგ 24-26 ივლისის დღეებში ევროპის და აფრიკის ღია ჩემპიონატი ჩატარდება.
საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციამ ტურნირის მასპინძლობისთვის ბრძოლაში საფინალო რაუნდში მონაკო დაამარცხა.
ჩემპიონატის მასპინძლობაში ჩართული იქნება 25-დან 35-მდე სპეციალისტი, უსაფრთხოების ჯგუფები, ტექნიკური და სამედიცინო პერსონალი, საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები.
შეჯიბრებები გაიმართება წყალსათხილამურო სპორტის სამ ძირითად სახეობაში: სლალომი, ფიგურები და ტრამპლინიდან ხტომა.
ევროპისა და აფრიკის ღია ჩემპიონატებზე 20-ზე მეტი ქვეყნიდან 120 სპორტსმენამდე იასპარეზებს.
ტურნირის დაწყებამდე, წყალსათხილამურო სპორტის ფედერაციამ მალთაყვაში ორდღიანი სპეციალური მედია ტური მოაწყო.
საინტერესოა, რომ საქართველოს მსგავსი ტურნირების მასპინძლობის გამოცდილება აქამდეც აქვს. 1991 წელს, ფოთმა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა.