Belive

3 ლიდერი - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა

2 წლის წინ ქართული სპორტი
1 წთ
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ განახლებული რეიტინგები გამოაქვეყნა. დღეიდან, 3 ქართველი ძიუდოისტი წონის პირველ ადგილზე იქნება. -73 კილოგრამ წონით კატეგორიის სათავეში დაბრუნდა ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, ლაშა შავდათუაშვილი. ტოკიო 2020-ის კიდევ ერთი მონაწილე, ტატო გრიგალაშვილი (-81კგ) პირველ ადგილზე გადავიდა, ხოლო ვაჟა მარგველაშვილი (-66კგ) მესამეა. რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონ ლაშა ბექაურს, ისიც -90კგ წონით კატეგორიის ლიდერი გახდა. აღსანიშნავია, რომ +100კგ-ში 2 პოზიციით დაწინაურდა და მე-6 ადგილზე გადაინაცვლა გელა ზაალიშვილმა, ხოლო გურამ თუშიშვილი დაქვეითდა და ახლა მერვეა. ყველაზე დიდი რეგრესი ლუხუმ ჩხვიმიანს (-60კგ) აქვს. მსოფლიო ჩემპიონმა მე-14 პოზიციიდან 21-ზე გადაინაცვლა.

სხვა სტატიები