20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე აჩიკო ბოლქვაძემ და საბა ჩილაშვილმა ოქროს მედლები მოიპოვეს
2 წლის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
სერბეთის ქალაქ ნოვი სადში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 20-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
დღევანდელი დღე ქართველი მოჭიდავეებისთვის განსაკუთრებულად წარმატებული გამოდგა.
დღეს ოქროს მედლების მოპოვება აჩიკო ბოლქვაძემ (87კგ) და საბა ჩილაშვილმა (130კგ) შეძლეს.
ბოლქვაძემ ფინალისკენ მიმავალ გზაზე ბულგარელი, უკრაინელი, პოლონელი და სერბი მეტოქეების დამარცხება შეძლო, გადამწყვეტ შეხვედრაში კი შვედეთის წარმომადგენელ ჰამზა სერტჩანლისთან იმარჯვა.
რაც შეეხება საბა ჩილაშვილს, მან აზერბაიჯანელ, ბულგარელ, უკრაინელ და თურქ მეტოქეებს აჯობა.