რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, 17 წლამდელთა შორის ჭიდაობის ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
15 წლის ქართველმა ვახტანგ ლოლუამ, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონატი მოიგო. მან მასზე უფროსი სპორტსმენები დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ტიტულს დაეუფლა.
ვახტან ლოლუამ ასპარეზობა 1/4-ფინალიდან დაიწყო და უკრაინელი სპორტსმენი ძალიან მძიმე ბრძოლაში დაამარცხა. 1/2-ფინალში კი ბულგარელი მეტოქე 5:1 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. ფინალში, 15 წლის ქართველმა ფალავანმა აზერბაიჯანელ მეტოქეს 4:1 მოუგო და ევროპის ჩემპიონატის ტიტულს დაეუფლა.
ჭიდაობის ფედერაციაში 15 წლის ქართველის გამარჯვება უკვე შეფასდა, როგორც დიდი სენსაცია. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ 15 წლის მოჭიდავემ არცერთ შეხვედრაში ქულაზე მეტი არ გაუშვა.