15 ნოემბერი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეხუთე ტურში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს უნდა შეხვდეს. მატჩი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე 15 ნოემბერს უნდა გაიმართოს. ამ თარიღით საქართველოს ნაკრებს ისტორიაში 6 მატჩი აქვს ჩატარებული, რომელსაც ამ სტატიაში გავიხსენებთ.
1995
მეტოქე: მოლდოვის ნაკრები
ტურნირი: ევროპის 1996 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
სტადიონი: რესპუბლიკური სტადიონი (კიშინიოვი, მოლდოვა)
დასწრება: 6 000
ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 3:2
გოლები: 2:1 დავით ჯანაშია (66), ვიტალი კულიბაბა 3:2, ავტო-გოლი (77)
მსაჯი: მარიო ვან დერ ედე (ნიდერლანდები)
შემადგენლობა: ირაკლი ზოიძე, გიორგი ღუდუშაური (დავით ჯანაშია), ბესიკ ბერაძე, გიორგი ჩიხრაძე (გაძევება, 40), კახაბერ გოგიჩაიშვილი, ლევან ცქიტიშვილი, გოჩა ჯამარაული (მამუკა მაჭავარიანი, 62), თემურ ქეცბაია, გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე
2006
მეტოქე: ურუგვაის ნაკრები
ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა (თბილისი, საქართველო)
დასწრება: 12 000
ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ: 2:0
გოლები: 1:0, 2:0 ლევან კობიაშვილი (40, 61)
მსაჯი: ვიტალი გოდულიანი (უკრაინა)
შემადგენლობა: ნუკრი რევიშვილი, გოგიტა გოგუა (ალექსანდრე კობახიძე, 84), ლაშა სალუქვაძე, გიორგი შაშიაშვილი, ილია კანდელაკი, ვლადიმერ ბურდული, ზურაბ მენთეშაშვილი, ლევან ცქიტიშვილი (შოთა გრიგალაშვილი, 70), ლევან კობიაშვილი (კაპიტანი), დავით სირაძე (რატი წინამძღვრიშვილი, 74), გიორგი დემეტრაძე (ყვითელი ბარათი, მიხეილ აშვეთია, 74)
მწვრთნელი: კლაუს ტოპმიოლერი (გერმანია)
2018
მეტოქე: ანდორის ნაკრები
ტურნირი: უეფას ერთა ლიგა, D დივიზიონი
სტადიონი: ეროვნული სტადიონი (ანდორა ლა ველა, ანდორა)
დასწრება: 1 311
ანგარიში: 1:1
გოლი: 0:1, გიორგი ჩაკვეტაძე (9)
მსაჯი: რადუ მარიან პეტრესკუ (რუმინეთი)
შემადგენლობა: გიორგი ლორია, გიორგი ნავალოვსკი (კაპიტანი), დავით ხოჭოლავა, ოთარ კაკაბაძე (ყვითელი ბარათი, 62), ჯიმი ტაბიძე, ნიკა კვეკვესკირი, ვაკო ყაზაიშვილი, ოთარ კიტეიშვილი (ვახტანგ ჭანტურიშვილი, 78), ვაკო გვილია (ლუკა ზარანდია, 88), გიორგი ჩაკვეტაძე, ბაჩანა არაბული (ნიკა კაჭარავა, 78)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)
2019
მეტოქე: შვეიცარიის ნაკრები
ტურნირი: ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
სტადიონი: კიბუნპარკი (სენტ-გალენი, შვეიცარია)
დასწრება: 16 400
ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 1:0
მსაჯი: დენი მაკელიე (ნიდერლანდები)
შემადგენლობა: გიორგი ლორია, გია გრიგალავა, გურამ კაშია, დავით ხოჭოლავა (ყვითელი ბარათი, 29), ოთარ კაკაბაძე, ჯაბა კანკავა (კაპიტანი, ყვითელი ბარათი, 31), ვაკო ყაზაიშვილი, ლევან შენგელია, ოთარ კიტეიშვილი (გიორგი პაპუნაშვილი, 84), ზურიკო დავითაშვილი (ვაკო გვილია, 85), გიორგი ქვილითაია (ელგუჯა ლობჯანიძე, 82)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)

2020
მეტოქე: სომხეთის ნაკრები
ტურნირი: უეფას ერთა ლიგა, C დივიზიონი
სტადიონი: ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა (თბილისი, საქართველო)
დასწრება: დასწრების გარეშე
ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 1:2
გოლი: 1:0 ვაკო ყაზაიშვილი (65)
მსაჯი: მარკო გუიდა (იტალია)
შემადგენლობა: გიორგი მაკარიძე, ჯაბა ჯიღაური, გია გრიგალავა, გიორგი ნავალოვსკი, ჯაბა კანკავა (კაპიტანი), გიორგი აბურჯანია (ნიკა კვეკვესკირი, 80), ზურიკო დავითაშვილი (ვაკო ყაზაიშვილი, 56), ვაკო გვილია (ბექა მიქელთაძე, 80), საბა ლობჟანიძე (გიორგი პაპუნაშვილი, 80), ელგუჯა ლობჯანიძე (ნიკა კაჭარავა, 68)
მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი (სლოვაკეთი)
2021
მეტოქე: უზბეკეთის ნაკრები
ტურნირი: საერთაშორისო ამხანაგური მატჩი
სტადიონი: თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი (გორი, საქართველო)
ანგარიში: 1:0
გოლი: 1:0 დავით ვოლკოვი (41)
მსაჯი: ვიტალი რომანოვი (უკრაინა)
შემადგენლობა: ლაზარე კუპატაძე, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია (ყვითელი ბარათი, 59), დავით ხოჭოლავა, საბა ლობჟანიძე (გურამ გიორბელიძე, 86), ვაკო გვილია (გიორგი აბრუჯანია, 71), ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი აზაროვი (წითელი ბარათი, 84), ზურიკო დავითაშვილი (თორნიკე ოქრიაშვილი, 61), დავით ვოლკოვი (გიორგი წიტაიშვილი, 71), ვაკო ყაზაიშვილი (ხვიჩა კვარაცხელია, 61)
მწვრთნელი: ვილი სანიოლი (საფრანგეთი)
საქართველოს ნაკრებისა და ესპანეთის მატჩი 21:00 საათზე უნდა დაიწყოს.