14 ოქტომბერი: დღე საქართველოს ნაკრების ისტორიაში
მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე ტურში, საქართველოს ნაკრები თურქეთს სტუმრად შეხვდება. მატჩი 14 ოქტომბერს, იზმითში, ქოჯაელის სტადიონზე უნდა გაიმართოს. ამ თარიღით საქართველოს ნაკრებს 5 მატჩი აქვს გამართული, რომელთა ისტორიაც ასე გამოიყურება:
1998
მეტოქე: საბერძნეთის ნაკრები
ტურნირი: ევროპის 2000 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
სტადიონი: ოლიმპიური სტადიონი (მარუსი, საბერძნეთი)
ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 3:0
დასწრება: 12 681
შემადგენლობა: ნიკოლოზ ტოგონიძე, კახა კალაძე (ყვითელი ბარათი, 29), ლევან კობიაშვილი, მურთაზ შელია, გელა შეყილაძე, მიხეილ ყაველაშვილი (გიორგი გახოკიძე, 59), გიორგი ნემსაძე (კაპიტანი), გოჩა ჯამარაული, თემურ ქეცბაია (ყვითელი ბარათი, 51), გიორგი ქინქლაძე, შოთა არველაძე
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ გუცაევი
მსაჯი: ათანას უზუნოვი (პლოვდივი, ბულგარეთი)
2009
მეტოქე: ბულგარეთის ნაკრები
ტურნირი: მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
სტადიონი: ვასილი ლევსკის სახელობის ეროვნული სტადიონი (სოფია. ბულგარეთი)
ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 6:2
გოლები: ლევან კობიაშვილი 4:1 (34), ვლადიმერ დვალიშვილი 6:2 (51)
დასწრება: 390
შემადგენლობა: გიორგი ლომაია (ზურაბ მამალაძე), ზურაბ ხიზანიშვილი, უჩა ლობჟანიძე, კახა კალაძე (კაპიტანი), ლევან ყენია (ყვითელი ბარათი, 13, დავით ოდიკაძე, 88), ლუკა რაზმაძე, ლევან ხმალაძე (წითელი ბარათი, 58), ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ამირან სანაია (გიორგი მერებაშვილი, 78), ვლადიმერ დვალიშვილი
მთავარი მწვრთნელი: ჰექტორ კუპერი (არგენტინა)
მსაჯი: კრისტიან იაკობსონი (ისლანდია)
2014
მეტოქე: გიბრალტარის ნაკრები
ტურნირი: ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი
სტადიონი: ესტადიო ალგარვე
ანგარიში საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ: 3:0
გოლები: ნიკოლოზ გელაშვილი 1:0 (9), თორნიკე ოქრიაშვილი 2:0 (19), ჯაბა კანკავა 3:0 (69)
დასწრება: 281
შემადგენლობა: გიორგი ლორია, გია გრიგალავა, აკაკი ხუბუტია, უჩა ლობჟანიძე, სოლომონ კვირკველია, ჯაბა კანკავა (კაპიტანი), ირაკლი ძარია (ყვითელი ბარათი, 47), ჯანო ანანიძე (ავთანდილ ებრალიძე), თორნიკე ოქრიაშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი (გიორგი პაპუნაშვილი, 67, ყვითელი ბარათი, 87), გიორგი ჭანტურია (ვლადიმერ დვალიშვილი, 76)
მთავარი მწვრთნელი: თემურ ქეცბაია
მსაჯი: ჰარალდ ლეხნერი (ავსტრია)
2020
მეტოქე: ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები
ტურნირი: უეფას ერთა ლიგა, C დივიზიონი
სტადიონი: ტოშე პროესკის არენა (სკოპიე, ჩრდილოეთ მაკედონია)
ანგარიში: 1:1
გოლი: ხვიჩა კვარაცხელია 1:1 (74)
დასწრება: დასწრების გარეშე
შემადგენლობა: გიორგი ლორია (კაპიტანი), ჯაბა ჯიღაური, სოლომონ კვირკველია, ჯიმი ტაბიძე, ჯაბა დვალი (გიორგი ნავალოვსკი, 90), მურთაზ დაუშვილი (ხვიჩა კვარაცხელია, 71), ნიკა კვეკვესკირი, ოთარ კიტეიშვილი (საბა ლობჟანიძე, 7), ვაკო ყაზაიშვილი (მამუკა კობახიძე, 90), ვაკო გვილია, გიორგი ქვილითაია (ნიკა კაჭარავა, 71)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
მსაჯი: ბარტოშ ფრანკოვსკი (პოლონეთი)

2024
მეტოქე: ალბანეთის ნაკრები
ტურნირი: უეფას ერთა ლიგა, B დივიზიონი
სტადიონი: მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი (თბილისი, საქართველო)
ანგარიში მეტოქის სასარგებლოდ: 1:0
დასწრება: 19 981
შემადგენლობა: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი (გიორგი წიტაიშვილი, 81), ოთარ კიტეიშვილი, ზურიკო დავითაშვილი (ლევან შენგელია, 95), გიორგი მიქაუტაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ბუდუ ზივზივაძე
მთავარი მწვრთნელი: ვილი სანიოლი
მსაჯი: დენი მაკელიე