Belive

ზუკა რურუა: "დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაკრებს ვეთამაშებით"

3 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს წყალბურთის ეროვნული ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის შესარჩევ ტურნირზე ასპარეზობს. ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით დაძლია და 1/4-ფინალურ ეტაპზე ხორვატიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ვიასპარეზებთ. აღნიშნულთან დაკავშირებით Live.ge დაუკავშირდა წყალბურთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტ, ზუკა რურუას, რომელმაც დღევანდელი მატჩის წინ კომენტარი გააკეთა:
"გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ვინაიდან მიზანი და მისია, რაც გვქონდა დაკისრებული, ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილის დაკავება - შესრულებულია. მოლოდინი იყო იმისა, რომ 1/4-ფინალური მეტოქე რუსეთი უნდა ყოფილიყო, თუმცა დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ნაკრებს ვხვდებით და შანსებზე საუბარი ცოტა რთულია", - აცხადებს ზუკა რურუა.
შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზეა ჩანიშნული, რომლის პირდაპირ რეპორტაჟს Live.ge-ის ფეისბუქ გვერდზე შემოგთავაზებთ.

სხვა სტატიები