Belive

ჟანგ ვეილიმ მერაბ დვალიშვილთან ვარჯიშის გამოცდილებაზე ისაუბრა

3 კვირის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის ძალიან სანახაობრივ ღონისძიებამდე სულ სამი დღე რჩება. UFC 300-ის აღსაწერად მხოლოდ იმის თქმა იქნება საკმარისი, რომ 12 ყოფილი ან მოქმედი ჩემპიონი მიიღებს მონაწილეობას.

საღამოს თანამთავარი ბრძოლა მინიმალური წონის ჩემპიონის ქამრისთვის იქნება. ტიტულის მფლობელი ჟენგ ვეილი თანამემამულე იან ქსიონანის წინააღმდეგ გამოვა. აღსანიშნავია, რომ ჟენგი მოსამზადებელ პერიოდს Syndicate MMA-ში გადიოდა და მერაბ დვალიშვილთან ერთად ვარჯიშობდა.

ნგანუსთან გრეპლინგისას ვიგრძენი, რომ ის არც ისე მძიმეა როგორსაც ველოდი. მერაბთან ვარჯიშის დროს ძალიან განცვიფრებული დავრჩი იმით, თუ რამდენად კარგია მიწაზე. - განაცხადა ჩემპიონმა

UFC 300 თბილისის დროით 14 აპრილს 02:00 საათიდან დაიწყება. საღამო კოდი გარბრანდტისა და დეივსონ ფიგერედოს ბრძოლით გაიხსნება. ამ ღონისძიებაზე ორი საჩემპიონო და BMF ქამრის ბრძოლა შედგება.

სხვა სტატიები