Belive

"ზაკერბერგმა მომწერა, რომ ბრძოლების დღეს არენაზე იქნებოდა" - მერაბ დვალიშვილი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

18 თებერვალს მერაბ დვალიშვილმა კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. "მანქანამ" ორი წონის ყოფილი ჩემპიონი ჰენრი სეხუდო დაამარცხა და სატიტულო ბრძოლის მთავარი კანდიდატიც გახდა. UFC-ის რეიტინგების განახლების შემდეგ, დვალიშვილი სუპერმსუბუქ წონაში პირველ ადგილს იკავებს და მხოლოდ ჩემპიონ ო'მალის ჩამორჩება.

თუმცა, მერაბი მხოლოდ ბრძოლაში არ არის განსაკუთრებული. მას სანახაობის დადგმაც კარგად ეხერხება. მეორე რაუნდში დვალიშვილმა სეხუდო მომგებიან პოზიციაში დაიჭირა და თან საუბრის დროც გამონახა. ქართველმა მებრძოლმა დიალოგი არც მეტი არც ნაკლები, მარკ ზაკერბერგთან გააბა. ბრძოლის დროს არ გვესმოდა თუ რაზე ისაუბრეს, თუმცა, ერთ-ერთ პოდკასტში დვალიშვილმა ესეც გაამხილა.

მე და ზაკერბერგი სოციალურ ქსელში ერთმანეთს მივყვებით. ერთმანეთს მხარს ვუჭერთ. ის მუდამ პოზიტიურ ენერგიას მიგზავნის. ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე მომწერა, რომ არენაზე იქნებოდა, თუმცა, უნდოდა ეს არავისთვის მეთქვა. როცა ოქტაგონზე შევედი დავინახე, რომ იქვე იჯდა. 30 წამი იყო დარჩენილი, როცა მარკმა დამიყვირა: "30 წამი". მე კი მადლობა გადავუხადე. მეორე რაუნდში, როცა ფეხებში შევედი ვიცოდი, რომ სეხუდოს ჰაერში ავწევდი. უბრალოდ უნდა დამეჭირა და ამით სიამოვნება მიმეღო. შემდეგ პოზიცია შევიცვალე, მისი კისერი დავიჭირე. საკმაოდ ძლიერად მეჭირა, თუმცა, რამდენიმე წამი იყო დარჩენილი და არ მინდოდა კუნთები დამღლოდა. მარკს ვკითხე გამეთიშა თუ არა? ის იცინოდა. - განაცხადა მერაბმა
View this post on Instagram

A post shared by Bear Degidio (@beardegidio)

სეხუდოს დამარცხების შემდეგ, მერაბს მხოლოდ საჩემპიონო ბრძოლა აინტერესებს. ამის შესახებ დანა უაითმაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ის ქამრისთვის აუცილებლად იჩხუბებს.

როგორც მოგეხსენებათ, სუპერმსუბუქი წონის ქამარს შონ ო'მალი ფლობს, რომელიც მარლონ ვერას ხვდება. "ჩიტოსა" და "შუგას" დაპირისპირება 10 მარტს UFC 299 შედგება.

სხვა სტატიები