Belive

"ყველაზე მეტად კანელო ალვარესთან მსურს ბრძოლა" - ილია თოფურია

1 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC 298-ზე ილია თოფურიამ ავსტრალიელი ჩემპიონი ალექს ვოლკანოვსკი დაამარცხა. ქართველი მებრძოლი UFC-ის ქვემსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. ილია დაუმარცხებელ სერიას აგრძელებს და ახლა მისი რეკორდი 15-0 არის. გამარჯვების შემდეგ, "მატადორმა" ოქტაგონიდან კონორ მაკგრეგორი გამოიწვია. თუმცა, El Partizado de Cope-სთან საუბრისას თოფურიას მისი ძველი "პარტნიორის" პადი პიმბელტის შესახებ ჰკითხეს.

მასთან ბრძოლა... არა, რადგან ჩემი დონის არ არის. თუმცა, თუ მკითხვათ ვისი ცემა მინდა ყველაზე მეტად, ეს პადი პიმბლეტია. სპორტს კრივის გარეშე არ დავტოვებ. ბევრ ჩხუბს არ ჩავატარებ მაგრამ, ერთ ან ორს აუცილებლად. ყველაზე მეტად კანელო ალვარესთან მსურს ბრძოლა. - განაცხადა ილიამ

თოფურიას მისი და ფლორენტინო პერესის შეხვედრის შესახებაც ჰკითხეს. როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონობის შემდეგ, "მატადორმა" "საინტიაგო ბერნაბეუზე" "რეალისა" და "სევილიას" მატჩი გახსნა.

ფლორენტინომ მომილოცა, მაისური გადმომცა და მითხრა, რომ UFC ესპანეთში ჩამეტანა. ფლორენტინო მომავალს კარგად ხედავს, ეს ყველამ ვიცით. ფაქტობრივად, "რეალის" ყველა ფეხბურთელს ვიცნობ. ყველა ძალიან კარგი ადამიანია. სიმართლეს გეტყვით, რომ "ბერნაბეუზე" გამოსვლა საოცარი გამოცდილება იყო. - განაცხადა თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ ილია UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონია. შემდეგ მებრძოლი, რომელიც ჩემპიონობასთან ყველაზე ახლოსაა მერაბ დვალიშვილია. ჰენრი სეხუდოს დამარცხებით, "მანქანამ" სატიტულო ბრძოლა გაინაღდა. მისი მომავალი მეტოქე ო'მალისა და მარლონ ვერას შორის დაპირისპირებაში გაირკვევა, რომელიც UFC 299-ზე შედგება.

სხვა სტატიები