"ყველაზე დიდი ტყუილი ჩემზე ილიამ მოიგონა" - პადი პიმბლეტი
8 თვის წინ
სხვა
1 წთ
ნინა დრამასთან ინტერვიუში პადი პიმბლეტმა საინტერესო რამ თქვა. ინგლისელს მის შესახებ მოგონილ ჭორებზე ჰკითხეს. პიმბლეტის თქმით, ყველაზე დიდი ჭორი ილია თოფურიამ "მოუგონა". საქმე პადის მიერ საქართველოზე გაკეთებულ განცხადებას ეხება.
ყველაზე ცუდი ალბათ ილიასი იყო. ამბობდა, რომ ომის შესახებ რაღაც ვთქვი და სინამდვილეში ეს არ მიგულისხმია. არც კი ვიცოდი, რომ საქართველოს და რუსეთს ომი ჰქონდათ. ეს ყველაზე ცუდი ტყუილია, რომელიც ჩემს შესახებ გამიგია. ჩვენს ქვეყანაში სიტყვა "terorize" ნიშნავს, რომ უბრალოდ ვიღაც გჩაგრავს. გაურკვეველი მიზეზის გამო, ილია ცდილობს ხალხს უთხრას, რომ მე გენოციდზე ვსაუბრობდი. - განაცხადა პიმბლეტმა
შეგახსენებთ, რომ საქართველოზე გაკეთებული განცხადების გამო ილიამ პადის სილაც გააწნა.
პიმბლეტს უქმეებზე საკმაოდ მნიშვნელოვანი ბრძოლა ელის. ის მაიკლ ჩენდლერს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში რეიტინგში მე-6 ადგილს დაიკავებს.