Belive

ყველა ვარსკვლავით | აზერბაიჯანის შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონატისთვის

6 თვის წინ სხვა
1 წთ

ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 13-19 ივნისს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. ამ წუთის მონაცემებით, მსოფლიო ჩემპიონატზე 6 კონტინენტისა და 89 ქვეყნის, 520 ძიუდოისტია რეგისტრირებული.

უკვე ცნობილია რამდენიმე ნაკრების შემადგენლობა, მათ შორის შემადგენლობა დაასახელა აზერბაიჯანის ნაკრებმა, სადაც ოლიმპიურ, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებს შევხვდებით.

შემადგენლობა

მამაკაცები

  • 60 კგ - აჰმად იუსიფოვი

  • 66 კგ - რუსლან პაშაიევი

  • 73 კგ - ჰიდაიატ ჰეიდაროვი, რაშიდ მამმადალიევი

  • 81 კგ - ზელიმ ტცკაევი

  • 90 კგ - ელჯან ჰაჯიევი, ვუგარ თალიბოვი

  • 100 კგ - ზელიმ კოცოიევი

  • +100 კგ - უშანგი კოკაური

ქალები

48 კგ - კონულ ალიევა, ლეილა ალიევა

52 კგ - გულთაი მამმადალიევა

57 კგ - ფიდან ალიზადა.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის ნაკრებმა 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე 2 ოქროს მედალი მოიპოვა - ჰიდაიატ ჰეიდაროვმა (73 კგ) და ზელიმ კოვოიეცმა (100 კგ).

სხვა სტატიები