"ყველა ქართველი თავს დამესხა" - პადი პიმბლეტი
5 თვის წინ
სხვა
1 წთ
პადი პიმბლეტმა ილიასთან დაპირისპირების დასაწყისი გაიხსენა. ინგლისელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თოფურიამ მისი ნათქვამი არასწორად გაიგო.
როდესაც UFC-ს კონტრაქტი მივიღე ილიას მეგობარმა, რომელიც ახლა ორგანიზაციიდან გააგდეს, გურამ ქუთათელაძემ ჩემზე რაღაც დაწერა. მას უკვირდა თუ რატომ მივიღე UFC-ში ადგილი. მე კი ვუთხარი, რომ ის ყალბი რუსი იყო, რადგან გადაპარსული თავი და დიდი წვერი აქვს.
ყველა ქართველი თავს დამესხა. ამ ბიჭებს არ მოსწონთ, როცა რუსებს ადარებენ და რა თქმა უნდა მე ამით ვისარგებლე. ერთ-ერთ მათგანს ვუთხარი: "არ მიკვირს ახლა რუსები რატომ გატერორებენ". მეორე დღეს ჩემი ტელეფონი აფეთქდა.
ეს ახლაც მაწუხებს, რადგან ილიამ ამის შესახებ ჯო როგანთან ისაუბრა. ის ამბოდა, რომ მე ასეთი რამ ვთქვი: "კარგია, რომ რუსეთი საქართველოში ბომბებს ყრიდა და ბავშვებს კლავდა". მსგავსი არაფერი მითქვამს!
ადამიანის სიკვდილს არასდროს აღვნიშნავ, განსაკუთრებით ბავშვების. ეს ალბათ ენის ბარიერის ბრალია. მე სიტყვა "ტერორი" ბულინგის შინაარსით გამოვიყენე. ამ სიტყვას ჩვენ ყოველდღიურობაში ვიყენებთ. ენის ბარიერის გამო შესაძლოა იფიქრო, რომ აქ ომი იგულისხმება, თუმცა, ილიამ ინგლისური კარგად იცის. - განაცხადა პადი პიმბლეტმა
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიას ერთ-ერთ პოტენციურ მოწინააღმდეგედ პადი პიმბლეტი განიხილება. მსუბუქ წონაში გაჩემპიონების შემდეგ, ილიასთან ოქტაგონზე პიმბლეტი ავიდა და გამოწვევას დათანხმდა.