Belive

"ვოლკანოვსკისთვის ილიასთან ბრძოლა რთული გამოცდა იქნება" - მაიკლ ბისპინგი

5 თვის წინ სხვა
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ, მომავალი წლის თებერვალში ილია თოფურია ქამრისთვის იბრძოლებს. "მატადორის" მოწინააღმდეგე ალექსანდრ ვოლკანოვსკი იქნება.

35 წლის ავსტრალიელმა ბოლოს 21 ოქტომბერს, UFC 294-ზე იასპარეზა, სადაც ისლამ მახაჩევთან დამარცხდა. ამის შემდეგ მან თავად დაადასტურა, რომ ილიასთან იბრძოლებდა.

აღნიშნული დაპირისპირება MMA-ს გულშემატკივარში ძალიან დიდ ინტერესს იწვევს. ილიასა და ვოლკანოვსკის ბრძოლის შესახებ UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა მაიკლ ბისპინგმაც ისაუბრა.

ილია თოფურია - უნდა გახსოვდეთ, რომ ეს კაცი დაუმარცხებელია. ყველამ კარგად ვნახეთ ბრაის მიტჩელს როგორ გაუმკლავდა. ოქტაგონზე გასვლის წამიდან ის დომინირებდა.
ამ ბრძოლას ესპანური MMA-სთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს სპორტი კიდევ უფრო გლობალური ხდება. შესაძლოა ილია პირველი ჩემპიონი გახდეს ესპანეთიდან.
თოფურიას ისეთ ადამიანთან მოუწევს ბრძოლა, რომელიც ყველას უყვარს და პატივს სცემს. ვფიქრობ ალექსი მენტალურად და ფიზიკურად მზად იქნება, თუმცა, მისთვის, ილიასთან ბრძოლა რთული გამოცდა იქნება. - განაცხადა მაიკლ ბისპინგმა.

ილიას კარიერაში 14, UFC-კი 6 გამარჯვება აქვს. ,,მატადორმა” ბოლო ბრძოლა 24 ივნისს, ფლორიდაში ჩაატარა, სადაც ჯოშ ემეტი მსაჯების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით დაამარცხა.

სხვა სტატიები