Belive

"ვოლკანოვსკის ცეკვის სწავლა სჭირდება" - ჯონ ჯონსი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ის მძიმე წონის ჩემპიონი ჯონ ჯონსი სიდნეიში ჩაფრინდა. ამერიკელი ჩემპიონი ავსტრალიაში ტურს გამართავს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდა მებრძოლებს შეხვდება.

აეროპორტიდან გამოსვლისას ჯონს ალექს ვოლკანოვსკის მომავალ ბრძოლაზე ჰკითხეს, რომელიც ილია თოფურიას წინააღმდეგ ელის. Bones-მა კითხვაზე საკმაოდ უცნაური პასუხი გასცა.

"ვოლკი" კაცია, მაგრამ სჭირდება, რომ ცეკვა ისწავლოს. - განაცხადა ჯონ ჯონსმა

ლეგენდარულ მძიმეწონოსანს მის დაბრუნებაზეც ჰკითხეს.

გალიაში მინიმუმ 6 თვეში დავბრუნდები. რამდენიმე გამოსაჯანმრთელებელი პროცედურა დამრჩა და ამ ყველაფრის შემდეგ ვარჯიშს დავიწყებ. - თქვა ჯონსმა

ჯონმა ბოლოს გასული წლის 5 მარტს იბრძოლა. სამწლიანი უქმობის შემდეგ, სირილ განთან დაბრუნდა და საკუთარი ჩემპიონის ქამარი დაიბრუნა.

აღსანიშნავია, რომ UFC 295-ზე მთავარი დაპირისპირება სტიპე მიოჩიჩისა და ჯონ ჯონსის ორთაბრძოლა უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ უკანასკნელის ტრავმის გამო, ბრძოლა ჩაიშალა.

სხვა სტატიები