Belive

ვოლკანოვსკის მწვრთნელი: "ყველას უნდა, რომ ილიამ მოკეტოს"

3 თვის წინ სხვა
1 წთ

კარგად მოგეხსენებათ, რომ 18 თებერვალი ქართული სპორტისთვის ისტორიულია დღეა. UFC-ის საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურია იბრძოლებს. "მატადორი" პირველი ქართველია, რომელმაც ეს მოახერხა. ილია ქვემსუბუქი წონის ქამრისთვის ჩემპიონ ალექს ვოლკანოვსკის დაუპირისპირდება.

იმავე საღამოს იბრძოლებს მერაბ დვალიშვილიც, რომელიც ჰენრი სეხუდოს შეხვდება. Triple C-ის დამარცხების შემთხვევაში "მანქანა" ჩემპიონობის ნომერ პირველი კანდიდატი გახდება.

UFC 298 გამორჩეული ღონისძიება იქნება და ტრადიციულად UFC Embedded -ის ახალი ეპიზოდიც გამოვიდა. ბუნებრივია ვლოგების სერიაში მერაბ დვალიშვილის და ილია თოფურიას შიდა სამზარეულოც გაგვაცნეს.

ბოლო ძლიერი სპარინგების სერია დავასრულეთ. თავს ჯანმრთელად ვგრძნობ. ყველაფერმა ტრავმების გარეშე ჩაიარა. 18 თებერვალი ჩემთვის და ილიასთვის დიდი საღამო იქნება. - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

UFC 298-ზე საღამოს მთავარი ბრძოლა ალექს ვოლკანოვსკისა და ილია თოფურიას შორის შედგება. ავსტრალიელი ჩემპიონი უკვე აშშ-ში იმყოფება და ბოლო დღეებია ლოს ანჯელესში ვარჯიშობს. UFC Embedded -ის ამ ეპიზოდში "ვოლკის" მთავარმა მწვრთნელმა ჯო ლოპესმა თოფურიას შესახებ ისაუბრა.

ილია ბევრს ლაპარაკობს. ის თავს უკვე მსოფლიო ჩემპიონად თვლის და საკუთარ თავზე ფილმსაც იღებს. ყველას უნდა, რომ ილიამ მოკეტოს. - განაცხადა ვოლკანოვსკის მწვრთნელმა

თოფურია თავის გუნდთან ერთად UFC PI-ში ვარჯიშობს. რა თქმა უნდა მისი ძმა და სპარინგ პარტნიორიც მასთან ერთად იმყოფებიან.

ერთად ვიზრდებოდით და მუდამ ერთმანეთს ვეჯიბრებოდით. თავს ამაყად ვგრძნობ, როცა მას ამ დონეზე ვხედავ. ვოლკანოვსკი უბრალოდ მებრძოლი არ არის. ის ძალიან ჭკვიანი ბიჭია. მშიერია. ამ წონაში დაუმარცხებელია და იცის, რომ რთული შეხვედრა ელის. არასდროს დავნებდებით და ერთად უმაღლეს მწვერვალებს მივაღწევთ. არ აქვს მნიშვნელობა საიდან მოდიხარ. მძიმე შრომით და რწმენით ყველაფერს შევძლებთ. - განაცხადა ალექსანდრე თოფურიამ

სხვა სტატიები