Belive

"ვიცოდით, რომ საქართველო კარგი გუნდი იყო, მაგრამ ასეთ შედეგს არ ველოდით" - საბერძნეთის ნაკრების ნახევარმცველი შეხვედრას აფასებს 

2 წლის წინ სხვა
1 წთ
საქართველოს ნაკრებთან ფრედ დასრულებული (1:1) შეხვდრის შემდეგ, საბერძნეთის ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა, კარლოს ზეკამ მატჩი შეაფასა და "ჯვაროსნების" თამაშით გაოცება ვერ დამალა.
"დასაწყისში გოლის გატანა შეგვეძლო, მაგრამ შემდეგ უკან დავიხიეთ და მეტოქე ისე არ შევავიწროვეთ, როგორც ეს გადავწყვიტეთ. საქართველო კარგი გუნდია, რომელმაც ჩვენზე ზეწოლა მოახდინა და პრობლემები შეგვიქმნა.  გატანილი გოლის შემდეგ, ხაზების გადაკეტვა და უფრო მეტად კონცენტრირება მოგვიწია. ვცდილობდით, რომ ასე გაგვეკეთებინა, მაგრამ ეს საკმარისი ნამდვილად არ აღმოჩნდა.  ვიცოდით, რომ საქართველო კარგი გუნდია, მაგრამ ასეთი შედეგს არ ველოდით. ეს უკვე მოხდა, ახლა კი უნდა ვნახოთ, თუ რა შეცდომები დავუშვით. არაფერი დასრულებულა, უკეთესები უნდა გავხდეთ", - თქვა კარლოს ზეკამ.
საქართველოს ნაკრებმა მარტის სანაკრებო პაუზა სამ შეხვედრაში დაგროვილი 1 ქულით და ჯგუფში მეოთხე პოზიციით დაასრულა. შემდეგი ოფიციალური მატჩი ეროვნულ გუნდს უკვე 2 სექტემბერს, კოსოვოს წინააღმდეგ სტუმრად ელის. იქამდე, ვილი სანიოლის გუნდისთვის ამხანაგური მატჩები იგეგმება, გადაწყვეტილია, რომ 2 ივნისს, “ჯვაროსნები” რუმინეთს დაუპირისპირდებიან.

სხვა სტატიები