Belive

ვინ რა თანხა გამოიმუშავა კიუშუ ბაშოზე

2 წლის წინ სხვა
1 წთ
სუმოს სამყაროში 2021 წლის უკანასკნელი სუპერტურნირი – კიუშუ ბაშო ჩატარდა. ნოემბრის ბაშო იოკოძუნა ჰაკუჰოს კარიერის დასრულების შემდეგ პირველი ტურნირი იყო – ამჟამად სუმოს სამყაროში მხოლოდ ერთი იოკოძუნაა ტერუნოფუჯის სახით. სწორედ იოკოძუნა ტერუნოფუჯო იყო მებრძოლი, რომელიც ტურნირის პირველი დღიდან შთამბეჭდავი იყო. შედეგიც შესაბამისი დადგა, მონღოლმა იოკოძუნამ კარიერაში პირველი ძენშო იუშო (დაუმარცხებლად მოგებული ბაშო) მიითვალა აქტივში. რაც შეეხება ტერუნოფუჯის ტიტულებს - ახლადწარმოდგენილმა იოკოძუნამ მაკუუჩი ანუ უმაღლესი დივიზიონი კარიერაში მე-6-ედ მოიგო. თავის მხრივ ტურნირზე მონაწილეობა მიიღო ექს-ოძეკი ტოჩინოშინმაც, რომელიც ბაშოს საწყის დღეებს ტრავმის მიზეზით ჩაეხსნა და მე-5 დღეს დაუბრუნდა. მისი საბოლოო შედეგი 6 მოგება და 9 მარცხია, რამაც მე-13 მაეგაშირა ჯურიოში დაქვეითებას ფაქტობრივად გადაარჩინა.
გთავაზობთ გამომუშავებული თანხის მხრივ მოწინავე 5 მებრძოლს კიუშუ ბაშოზე:
1.  ტერუნოფუჯი – (359 კენშო) – 102,800$ 2. ტაკაკეიშო – (141 კენშო) – 48,400$ 3. მიტაკეუმი – (73 კენშო) – 17,200$ 4. შოდაი – (68 კენშო) – 24,400$ 5. ენდო – (67 კენშო) – 20,400$
ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ გამომუშავებული თანხის მხრივ ქართველი მებრძოლი ათეულს მიღმაა.

სხვა სტატიები