Belive

ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა ნოემბრის ბაშოზე

5 წლის წინ სხვა
1 წთ
2020 წლის უკანასკნელი სუმოს სუპერტურნირი 8 ნოემბერს დაიწყო და 15 დღის განმავლობაში გრძელდებოდა - საბოლოოდ ტურნირის ჩემპიონობა ოძეკი ტაკაკეიშომ მოიპოვა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული კრიზისიდან გამომდინარე საკმაოდ შემცირდა კენშოების რაოდენობა, თუმცა ცხადია გარკვეული რაოდენობის კენშოები გამორჩეული ბრძოლების გამარჯვებულებს კვლავაც ერგებათ. გთავაზობთ TOP 5 მებრძოლს, რომელთაც ყველაზე დიდი ოდენობის კენშოები გამოიმუშავეს ნოემბრის ბაშოზე: 1) ტაკაკეიშო – 275 კენშო ≈ $110,000 2) ტერუნოფუჯი – 91 კენშო ≈ $36,400 3) ენდო – 70 კენშო ≈ $28,000 4) დაიეიშო – 47 კენშო ≈ $18,800 5) მიტაკეუმი – 44 კენშო ≈ $17,600 სამწუხაროდ ქართველი მებრძოლი ტოჩინოშინი, რომელმაც 15 ორთაბრძოლიდან 9 მოიგო, ამ სტატისტიკური მაჩვენებლით ათეულს მიღმაა.

სხვა სტატიები