Belive

ვინ გამოიმუშავა ყველაზე მეტი თანხა აკი ბაშოზე 5 დღის შემდეგ

6 წლის წინ სხვა
1 წთ
13 სექტემბერს, ტოკიოს რიოგოკუ კოკუგიკანის სასახლეში სტარტი სექტემბრის ანუ აკი ბაშომ აიღო, რომელში მონაწილეობას ქართველი ექს-ოძეკი ლევან გორგაძეც ღებულობს. ტურნირი საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს და ამ ეტაპისათვის შეიძლება ითქვას, რომ წინასწარი პროგნოზირება თუ ვინ შეძლებს ჩემპიონობას, თითქმის შეუძლებელია. კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე სპონსორების რიხცვი საგრძნობლად შემცირდა. გთავაზობთ 5 დღის შემდეგ გამომუშავებული კენშოებისა და თანხის რაოდენობას (Top 5): 1) ტაკაკეიშო – 75 კენშო ≈ $30 000 2) ენდო – 46 კენშო ≈ $18 400 3) ტერუნოფუჯი – 41 კენშო ≈ $16 400 4) ასანოიამა – 26 კენშო ≈ $10 400 5) მიტაკეუმი – 20 კენშო ≈ $8 000

სხვა სტატიები