Belive

ვინ არის ლაშა ბექაურის ფინალური მეტოქე | ედუარდ ტრიპელი - პოლიციელი ძიუდოისტი

2 წლის წინ სხვა
2 წთ
23 ივლისიდან სპორტის მოყვარულები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ერთი დიდი მოვლენის, ტოკიოს ოლიმპიადის ირგვლივ არიან გაერთიანებულნი. Covid-19-ის გამო ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო და შესაბამისად, 2021 წელს ტარდება. საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნულმა ნაკრებმა ტოკიო2020-ზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა, მათ ანგარიშზე 4 მედალია - 1 ოქრო და 3 ვერცხლი. ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული ლაშა ბექაურმა 90კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა, სადაც მისი საფინალო მეტოქე 24 წლის გერმანელი ძიუდოისტი, ედუარდ ტრიპელი გახლდათ, რომელმაც ბრძოლის დასრულების შემდეგ მისი ღირსეული და პოზიტიური მოქმედებებით, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მაყურებლის სიმპატია დაიმსახურა.

აღმოჩნდა, რომ ედუარდ ტრიპელი ძიუდოსთან ერთად გერმანიის პოლიციაში მუშაობს, რაც ერთობ საინტერესო ფაქტია, ვინაიდან ოლიმპიურ და ზოგადად სპორტულ ასპარეზზე უდიდესი წარმატების მიღწევაში, მისი პირადი საქმიანობა, როგორც გამოიკვეთა, ხელისშემშლელი ფაქტორი სულაც არ არის.


"ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ იმდენად ბედნიერი ვიყავი, რომ ფინალზე სათანადოდ ვერ ვკონცენტრირდი, აქედან გამომდიანარე ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. ფინალის საგზურის გაფორმების შემდეგ გავიაზრე, რომ ოლიმპიური მედალი გარანტირებული მქონდა, რის გამოც შემიძლია ვთქვა, რომ ჩემდაუნებურად, მაგრამ მოვეშვი - შედეგიც შესაბამისი დადგა", - აცხადებს ედუარდ ტრიპელი.
საყურადღებოა, რომ გერმანულ მედიაში მათი ძიუდოისტის წარმატებული ოლიმპიური შედეგის შემდეგ, სტატიების სათაურებში მეტწილად ნახსენები იყო, რომ ედუარდ ტრიპელი პოლიციელია, სტატიაში კი ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ როდესაც არსებობს სურვილი, იქ შემაკავებელი ფაქტორი ფაქტობრივად არ არსებობს.

სხვა სტატიები