Belive

"ვფიქრობ, მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაოცებთ" - მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი

3 თვის წინ სხვა
1 წთ

18 თებერვალს UFC-ში ერთ საღამოს ორი ქართველი მებრძოლი იჩხუბებს. ქვემსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის ილია თოფურია ალექს ვოლკანოვსკის შეხვდება. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ქართველი UFC-ის ტიტულისთვის იბრძოლებს.

"მატადორის" გამოსვლამდე ოქტაგონზე მერაბ დვალიშვილს ვიხილავთ, რომელიც ყოფილ ორმაგ ჩემპიონს ჰენრი სეხუდოს დაუპირისპირდება. ბრძოლისთვის მზადების პერიოდი ნელ-ნელა აქტიურ ფაზაში შედის. ქართველი "მანქანა" კი მოსამზადებელ პერიოდს Syndicate MMA-ში გადის.

მოსამზადებელი პერიოდი ძალიან კარგად მიდის, ყველაფერი საოცრადაა. მუშაობა ძალიან ადვილია მაშინ, როცა გყავს ბიჭი ვისაც შრომა უყვარს, მერაბი სწორედ ასეთია. ის ყოველდღე აქ არის და შრომობს. იმაზე ფიქრი არასდროს მიწევს გამოჩნდება თუ არა დარბაზში. მერაბი სულ აქ არის. ცოტას აგვიანებს ხოლმე, მაგრამ მაინც სულ აქ არის. ეს ბიჭი დღეში 2-3-ჯერ ვარჯიშობს. ამ ბრძოლისთვის მზადების პერიოდში ყველა დეტალს გავდივართ. მერაბს საკუთარი სტილი აქვს. ჩვენ არაფერს ვცვლით, უბრალოდ ვაუმჯობესებთ. ჩვენ საკუთარი სტილით ვვარჯიშობთ და ვეხმარებით უკეთესი გახდეს. ასეთი ვარჯიშები არცერთი ბრძოლის მზადებისას არ ყოფილა და ამ ყველაფერმა მისი ტექნიკური შესაძლებლობები გვაჩვენა. თქვენ სრულიად ახალ და გაუმჯობესებულ მერაბს იხილავთ. ის გააკეთებს იმასაც რასაც აქამდე აკეთებდა, თუმცა, ახლა ამ ყველაფერს უკეთესად შეძლებს. ჰენრისთან კარგი საღამო გველის. ვფიქრობ, მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაოცებთ. - განაცხადა Syndicate MMA-ს მწვრთნელმა დვალიშვილის YouTube ვიდეოში საუბრისას

სხვა სტატიები