Belive

"ვფიქრობ, გეიჯიზე მეტად პიმბლეტთან ჩხუბია მოსალოდნელი" - არმან ცარუკიანი

2 თვის წინ სხვა
1 წთ

ჯერ კიდევ გაუგებარია თუ ვის წინააღმდეგ დაიცავს ილია თოფურია მსუბუქი წონის ქამარს. არმან ცარუკიანი, ჯასტინ გეიჯი ან პადი პიმბლეტი - ეს არის სავარაუდო მეტოქეების ჩამონათვალი.

თუმცა, რუსეთში გამართულ პრესკონფერენციაზე არმან ცარუკიანმა ილიას პოტენციურ მეტოქედ პადი პიმბლეტი დაამარცხა.

არა, გეიჯი თოფურიასთან არ იბრძოლებს. ეს ჩემი აზრია. UFC-ს შეუძლია ის გააკეთოს რაც სურს. თუ მოინდომებენ, ილიას დებიუტანტთანაც კი ჩაუნიშნავენ ჩხუბს. ვფიქრობ, გეიჯიზე მეტად პიმბლეტთან ჩხუბია მოსალოდნელი. ჩემი აზრით, ტიტულს პადის წინააღმდეგ დაიცავს. თუ ისლამი ქვესაშუალო წონის ჩემპიონი გახდება, ილია 77 კილოგრამში გადაინაცვლებს და სამმაგ ჩემპიონობას შეუტევს. - ამბობს არმან ცარუკიანი

"მატადორი" ბოლოს ოქტაგონზე UFC 317-ზე, 29 ივნისს გამოვიდა. ილიამ მსუბუქი წონის ქამარი სწორედ ამ ბრძოლაში, ჩარლზ ოლივეირას გათიშვით მოიპოვა. დიდია ალბათობა, რომ თოფურია ამ წელს საერთოდ არ იჩხუბოს.

სხვა სტატიები