"ვფიქრობ, ეს ჩემთვის ყველაზე რთული ბრძოლა იქნება" - ისლამ მახაჩევი
1 დღის წინ
სხვა
1 წთ
Red Corner MMA ისლამ მახაჩევის შესახებ ახალ დოკუმენტურ ფილმს ამზადებს. მუშაობის პერიოდში გადამღები ჯგუფი დაღესტანში იმყოფება და ჩემპიონთან პატარა ინტერვიუც ჩაწერეს. მახაჩევმა მომავალ მეტოქეზე ისაუბრა და თვლის, რომ ეს კამარუ უსმანი უნდა იყოს.
ინტერვიუში ვთქვი, რომ კამარუ უსმანთან ჩხუბი მინდოდა. როგორც ვხედავ, მედიას ამ ბრძოლის არ სჯერა, მაგრამ ჩემი აზრით, უსმანი ნებისმიერ ახლად გამოჩენილ ბიჭს გადაუვლიდა: მორალესს, პრატესს... ეს ბიჭები ჯერ არავის შეუმოწმებია. ვფიქრობ, უსმანი ჩემთვის ყველაზე რთული ბრძოლა იქნება და მედიის დახმარებით შეგვიძლია კარგი დაპირისპირება შევქმნათ - ყოფილი ჩემპიონი, ყველაზე მეტი სატიტულო დაცვა ქვესაშუალო წონაში. შეგვიძლია ეს ბრძოლა პოპულარული გავხადოთ და სახალისო საყურებელი იყოს. - განაცხადა ისლამმა
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა ქვესაშუალო წონის ქამრისთვის ბრძოლაში ჯეკ დელა მადალენა დაამარცხა. ეს დივიზიონი ერთ-ერთი ყველაზე გადატვირთულია და სატიტულო ბრძოლის უამრავი კანდიდატია. იან გარი, შავკატ რახმონოვი, მაიკლ მორალესი, კარლოს პრატესი - ასე გამოიყურება ქვესაშუალო წონის კანდიდატების სია.