"ვფიქრობ, ამ ჩხუბს დიდი აზრი აქვს" - ხაბიბი იანის და უმარი ბრძოლაზე
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
ხაბიბ ნურმაგომედოვმა პიოტრ იანისა და უმარ ნურმაგომედოვის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ცხადია, რომ ამ ორს ერთმანეთი არ მოსწონთ და მათ ჩხუბს აზრი აქვს.
ისინი ერთ გუნდს არ წარმოადგენენ და ყველანი კარგად ვხედავთ, რომ ერთმანეთი არ მოსწონთ. ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულებას არც მალავენ. უმარი დივიზიონის სათავეშია, პიოტრი ჩემპიონი. ვფიქრობ, ამ ჩხუბს დიდი აზრი აქვს. იმედი მაქვს იბრძოლებენ და გავიგებთ ვინ არის უკეთესი. - განაცხადა ხაბიბ ნურმაგომედოვმა
Khabib says that there is no love lost between Umar Nurmagomedov and Petr Yan. And he wants to see them go against each other for the UFC crown. I love both guys and this will be hard for me, but I am team Umar on this of course. pic.twitter.com/n8s10mdCpO
— PAM (@ParamPam1990) January 18, 2026
შეგახსენებთ, რომ პიოტრ იანმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა დვალიშვილთან გამარჯვებით მოიპოვა. რაც შეეხება უმარს, მერაბთან წაგების შემდეგ, ბაუტისტასთან გაიმარჯვა და ახლა რეიტინგში მეორე ადგილზეა.