ვარჯიშის დროს ჰაფტორ ბიორნსონს 340 კილო დაეცა
1 წლის წინ
სხვა
1 წთ
ისლანდიელი უძლიერესი მამაკაცი, რომელიც ბევრისთვის ცნობილია, როგორც "მთა" ცნობილი სერიალიდან "სამეფო კარის თამაშები", კრივს განერიდა და თავის ნაცნობ პროფესიას მიჰყო ხელი.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ისლანდიელი ერთ-ერთი მოძრაობის დროს 340 კილოთი ვარჯიშობს. მოძრაობის დასრულებისას სპორტსმენმა წონაზე კონტროლი დაკარგა, ძელი დაეცა და ჰაფტორიც სერიოზულ ტრავმას გადაურჩა.
DROPPED 340kg ON MYSELF! New video on my YouTube channel! pic.twitter.com/BFk0YhBufz
— Hafþór J Björnsson (@ThorBjornsson_) November 7, 2022