Belive

"ვალენსიას წინააღმდეგ, რეალმა ყურადღება არ უნდა მოადუნოს" - რუბენ ბარახა

1 წლის წინ სხვა
1 წთ

რუბენ ბარახა, "ვალენსიის" ყოფილი მოთამაშე, ესპანეთის სუპერ თასის პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მადრიდელებმა "ვალენსიას" წინააღმდეგ, ყურადღება არ უნდა მოადუნონ.

"მსგავსი მატჩები კარგია იმისათვის, რომ გუნდებს შორის სხვაობა აღმოიფხვრას. იმისათვის, რომ "ვალენსიამ" შეძლოს მადრიდის დამარცხება, გუნდმა ძალიან მაღალ დონეზე უნდა ითამაშოს. უპირველეს ყოვლისა მატჩს კარგ ფიზიკურ კონდიციაში უნდა შეხვდნენ. თუ ფეხბურთელები ყურადღებით იქნებიან და საკუთარ მაქსიმუმს გამოავლენენ, დღევანდელი დღე "რეალისთვის" საუკეთესო ნამდვილად არ იქნება." - განაცხადა რუბენ ბარახამ.

შეგახსენებთ, რომ ესპანეთის სუპერ თასის პირველი ნახევარფინალი დღეს 23:00 საათზე, "რეალსა" და "ვალენსიას" შორის გაიმართება. ხვალ კი, ერთმანეთს "ბეტისი" და"ბარსელონა" დაუპირისპირდებიან. ეს მატჩიც, თბილისის დროით, 23:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები