Belive

უცნობი ისტორია: "კვარას შემდეგ ნაპოლი მუდრიკის დამატებას ცდილობდა"

1 წლის წინ სხვა
1 წთ

იტალიელი საფეხბურთო ჟურნალისტი, პაოლო ბარჯიჯია საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს და Twitter-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ "ნაპოლი" საქართველოს ნაკრების ლიდერს, ხვიჩა კვარაცხელიას დამატების შემდეგ, მიხაილო მუდრიკის შეძენასაც გეგმავდა.

"ოქტომბერში, კლუბის სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ დონეცკის "შახტართან" მიხაილო მუდრიკის დამატების თაობაზე მოლაპარაკება სცადა.

ნეაპოლელებს უკრაინელი ფეხბურთელის დამატება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისთვის სურდათ და მოლაპარაკებები წინასწარ დაიწყეს, რადგანაც მიიჩნევენ, რომ სავარაუდოდ 2 წელიწადში ხვიჩა კვარაცხელიას კონტრაქტს გაყიდიან. 

მაშინ "შახტარი" მუდრიკის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს ითხოვდა, რამაც მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა, ზამთარში კი ის "ჩელსიმ" 100 მილიონად დაიმატა. თუმცა, პირველი ინტერესი სწორედ აურელიო დე ლაურენტისის გუნდს ეკუთვნის", - წერს იტალიელი ჟურნალისტი.

2022/23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე ჩატარებულ 24 მატჩში, 22 წლის ქართველმა ვარსკვლავმა 12 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა.

შემდეგი შეხვედრა "ნაპოლის" უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე ფრანკფურტი "აინტრახტის" წინააღმდეგ სტუმრად, გერმანიაში, 22 თებერვალს ელის. მატჩი თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები