Belive

"უსმანი მართალი იყო და სწორად მოიქცა" - გორ აზიზიანი

9 საათის წინ სხვა
1 წთ

დვალიშვილზე ზურგიდან მიპარვით განხორციელებულმა ჯგუფურმა თავდასხმამ მწვავე რეაქციები გამოიწვია. დაღესტნელების საქციელი ბევრმა დაგმო, თუმცა, ცნობილი მწვრთნელი გორ აზიზიანი განსხვავებულ განცხადებას ავრცელებს. მან უსმანს საქციელი მოუწონა და თქვა, რომ თვითონაც დაარტყამდა იქ, რომ ყოფილიყო

როგორი სალამიც არის, ისეთივეა პასუხი! იქ რომ ვყოფილიყავი, მეც მივარტყამდი რამდენჯერმე.მერაბ შენ შეეხე 145 მილიონი ადამიანის ღირსებას! თავი დაანებე პოლიტიკაზე, ქვეყანაზე, დროშაზე ლაპარაკს! ამდენი ცოდნა და ტვინი არ გაქვს!
უსმანი მაგარი ბიჭია და ყველა დანარჩენიც! - განაცხადა გორ აზიზიანმა
View this post on Instagram

A post shared by Gor Azizyan (@gor_mma)

გამოძიების მიმდინარეობისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, უსმანს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. აღსანიშნავია, რომ მერაბიც და საბაც ციხეში რჩებიან. როგორც ზვიად ლაზიშვილი ამბობს, ბიჭები კიდევ 48 საათით დარჩებიან საპატიმროში.

სხვა სტატიები