Belive

"უპატივცემულობას იჩენ და მატყუარა ხარ" - დვალიშვილმა ნურმაგომედოვს მიმართა

1 კვირის წინ სხვა
2 წთ

UFC-ის სუპერმსუბუქი დივიზიონის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს ავრცელებს. როგორც ჩანს, დუღილის ტემპერატურა პიკს აღწევს და მერაბისა და უმარ ნურმაგომედოვის ბრძოლა გარდაუვალია.

შონ ო'მალის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებისა და საჩემპიონო ქამრის მიღების შემდეგ, მერაბ დვალიშვილს უმარ ნურმაგომედოვი იწვევს და მასთან ბრძოლის სურვილს გამოთქვამს. "თრეშთოქი" და სოციალურ ქსელებში პაექრობა კი სულ უფრო მწვავდება, რაც დიდი ალბათობით მომავალი ბრძოლის მანიშნებელია.

რამდენიმე საათის წინ, მერაბ დვალიშვილმა პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც უმარ ნურმაგომედოვი სიცრუეში დაადანაშაულა.

უმარ, ახლა მხოლოდ უპატივცემულობას კი არ ავლენ, მატყუარაც ხარ. თუ სიმართლეს ამბობ და UFC-მ ჩემთან ჩხუბი ორჯერ შემოგთავაზა - აჩვენე გულშემატკივრებს კონტრაქტი და ბრძოლის თარიღები. ორგანიზაციამ შენთან ბრძოლა პიოტრ იანთან გამარჯვებიდან 6 კვირაში შემომთავაზა, მოტეხილი ხელის მიუხედავად სიტყვიერი თანხმობა განვაცხადე, მიუხედავად იმისა, რომ ტიტულისთვის ბრძოლის ნომერ პირველი კონტენდერი ვიყავი შენ კი მე-13. ბრძოლაზე უარი ექიმებმა თქვეს და მე ოპერაციის ჩატარება დამჭირდა. ასე რომ, გვანახე მეორე შემოთავაზების კონტრაქტის დეტალები??!!! თუ UFC სატიტულო შანსს გჩუქნის, რატომ ავლენ უპატივცემულობას და ლაპარაკობ სისულელეს? შენთან დავასრულე, რადგან სიცრუის გავრცელებას არ ეშვები - როგორც ადამიანმა და შერეული საბრძოლო ხელოვნების მიმდევარმა, ჩემი პატივისცემა დაკარგე. UFC-სგან დაველოდები სიახლეს.

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა UFC-ს სუპერმსუბუქ დივიზიონში ზედიზედ 11 ბრძოლა მოიგო და საჩემპიონო ბრძოლაში შონ ო'მალი დაამარცხა.

სხვა სტატიები