"უნდა დაამტკიცო, რომ ნამდვილი ჩემპიონი ხარ" - ცარუკიანი თოფურიას
1 კვირის წინ
სხვა
1 წთ
არმან ცარუკიანმა ილია თოფურია ადვილი ბრძოლების ძიებაში ამხილა. სომეხი მებრძოლის თქმით, თოფურიას ქვესაშუალო წონაში არაფერი ესაქმება, რადგან ჯერ 70 კილოგრამში დასამტკიცებელი კიდევ აქვს.
ის მარტივ ბრძოლებს ეძებს, რომ ქამარი დაიცვას და ზედა წონაში ავიდეს. UFC მისგან სუპერვარსკვლავის შექმნას ცდილობს, რომ შემდეგ ქამარი დაიცვას. მას 77 კილოგრამში ასვლა არ შეუძლია, რადგან ჯერ ქამარი არ დაუცავს. უნდა დაამტკიცო, რომ ნამდვილი ჩემპიონი ხარ. - ამბობს არმან ცარუკიანი
🔥💬 Arman Tsarukyan Calls Out Ilia Topuria’s Inactivity Since June
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) November 25, 2025
“He’s trying to find easy fights and to defend that belt and go up, and UFC is trying to make him a superstar and defend the title. Because right now he cannot go up to 170 because he didn’t defend the title.… pic.twitter.com/cgbpeA0IKr
შეგახსენებთ, რომ არმან ცარუკიანმა გასულ უქმეებზე დენ ჰუკერი დაამარცხა. სომეხმა მეტოქესთან გამარჯვება მტკივენული ილეთით მოახერხა და მთავარი საჩემპიონო კანდიდატის სტატუსი უფრო გაიმყარა.