Belive

უმძიმესი სანახაობა - საშინლად დაბომბილი მიკოლაივის ცენტრალური სტადიონი | PHOTO/VIDEO

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

28 ივნისს, მიკოლაივსა და მის შემოგარენში, რუსეთის მხრიდან მასიური სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, საიდანაც ერთ-ერთი რაკეტა ქალაქის ცენტრალურ სტადიონს დაეცა, რის გამოც სტადიონზე 15 მეტრი სიგანისა და 5 მეტრი სიღრმის მქონე "კრატერი" გაჩნდა.

მიკოლაივის ცენტრალური სტადიონი 1965 წელს აშენდა და 16 700 ადამიანს იტევს. ეს სტადიონი "მიკოლაივის" საფეხბურთო კლუბს ეკუთვნის, რომელიც უკრაინის საფეხბურთო ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ძველ კლუბად ითვლება. წინასწარი ინფორმაციით, სტადიონის დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

დაბომბილი სტადიონის ვიდეო და ფოტო კადრები

 

სხვა სტატიები