Belive

უმძიმესი კადრები | პოპულარული ვიდეოთამაშის შემქმნელი ტრაგიკულად დაიღუპა

9 თვის წინ სხვა
1 წთ

პოპულარული ვიდეოთამაშის "Call of Duty" ერთ-ერთი შემქმნელი, ვინს ზამპელა ტრაგიკულად დაიღუპა. 55 წლის ზამპელა მეგობართან ერთად, საკუთარ ფერარის დიდი სიჩქარით მართავდა, როდესაც სუპერქარზე კონტროლი დაკარგა და ავარია მოახდინა.

ავარიას ავტომობილში მსხდომი ორივე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შოკისმომგვრელ კადრებში ნათლად ჩანს, რომ Ferrari SF90 გვირაბიდან დიდი სიჩქარით გამოდის, რის გამოც მძღოლი კონტროლს კარგავს და დამცავ ჯებირს ეჯახება -შეჯახების შემდეგ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

Call of Duty პირველად 2003 წელს გამოვიდა და გეიმერებში სწრაფადვე მოიპოვა პოპულარობა. 2006 წლიდან ვიდეოთამაში ელექტრონული სპორტის განუყოფელია ნაწილია, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანი თამაშობს.