"უკეთესი ძილისთვის იანს შეუძლია ის თქვას რაც უნდა" - ჯონ ვუდი
1 თვის წინ
სხვა
1 წთ
ცოტა ხნის წინ პიოტრ იანმა განაცხადა, რომ დვალიშვილთან ბრძოლაში საკუთარი ძალების 50% გამოიყენა. ამასთან დაკავშირებით საკუთარი აზრი მერაბის მწვრთნელს ჯონ ვუდს ჰკითხეს.
თუ ეს იანს უკეთესად დაძინებაში ეხმარება, მაშინ საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. იმისათვის, რომ წაგების გამო თავი უკეთ იგრძნოს, უფრო კარგი ძილის მისაღებად რაც უნდა ის თქვას. შეიძლება ტრავმირებული იყო, მაგრამ ჩვენც ტრავმირებულები ვიყავით. მერაბი ხელთათმანს ვერ ირგებდა - ხელი ორ ადგილას ჰქონდა მოტეხილი. ბრძოლის შემდეგ მაშინვე ოპერაცია გაიკეთა. ჩვენ ამის შესახებ არ ვსაუბრობდით იქამდე, ვიდრე იანი იტყოდა, რომ ჩვენთან 50%-ით იბრძოლა. - განაცხადა ჯონ ვუდმა
Merab Dvalishvili’s coach John Wood responds to Petr Yan’s claim of being only 50% in their first fight 😲👀
— Red Corner MMA (@RedCorner_MMA) October 16, 2025
"Whatever makes them sleep at night, I’m good with that. Whatever they have to say to get through the night to feel better about a loss. Maybe he was injured, but we were… pic.twitter.com/waPLkBQL7B
შეგახსენებთ, რომ მერაბისა და პიოტრის განმეორებითი ჩხუბი 6 დეკემბერს ჩაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ეს ბრძოლა დვალიშვილმა დანა უაითს პირადად სთხოვა. თუ მერაბი გაიმარჯვებს, ერთ კალენდარულ წელიწადში ყველაზე მეტ (4) სატიტულო დაცვას მოაგროვებს.