Belive

UFC-ში გიგა ჭიკაძის მომავალი მეტოქე ცნობილია

1 წლის წინ სხვა
1 წთ

ქართველი მებრძოლი, გიგა ჭიკაძე UFC ში მომავალ შეხვედრას ამერიკის წარმომადგენლის, სოდიქ იუსუფის წინააღმდეგ გამართავს. ბრძოლა 18 სექტემბერსაა ჩანიშნული. ჭიკაძემ ბოლოს იანვარში იასპარეზა, სადაც კელვინ კატართან დამარცხდა. მანამდე გიგას UFC-ში ზედიზედ 7 ბრძოლა ჰქონდა მოგებული. რაც შეეხება იუსუფს, ნიგერიული წარმოშობის ამერიკელმა მარტში ალექს კასერესის წინააღმდეგ იმარჯვა. 34 წლის მებრძოლის ანგარიშზე კარიერაში 19 მოგება და 13 მარცხია.


სხვა სტატიები