Belive

"UFC-ს კარიერამდე, ილიას სულ პირველი რაუნდის საბმიშენები ჰქონდა" - ქუთათელაძე

5 თვის წინ სხვა
1 წთ

UFC-ს ყოფილი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე კვლავ საქმეშია. "ქართველი ვიკინგი" ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბისთვის მზადებაში ილიას აქტიურად ეხმარება.

ილიას წინააღმდეგ, ჩარლზის მთავარ იარაღად ექსპერტები ჯიუ-ჯიცუს ასახელებენ. თუმცა, გურამი ამბობს, რომ თოფურიას არავის ჭიდაობა არ აშინებს.

ხალხმა არ უნდა დაივიწყოს, რომ მისი ბაზა ჭიდაობა და გრეპლინგია. UFC-ს კარიერამდე, ილიას სულ პირველი რაუნდის საბმიშენები ჰქონდა. როცა ვეკითხები რატომ არ იყენებს გრეპლინგს, მეუბნება რომ ამას მეტი ენერგია სჭირდება. თავს ფეხზე ბევრად უკეთ გრძნობს. ფეხზე დგომას და კრივს ნაკლები ენერგია სჭირდება. - განაცხადა გურამ ქუთათელაძემ

შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მომავალ ბრძოლა მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს. "მატადორის" მეტოქე ჩარლზ ოლივეირა იქნება, რომელიც მსუბუქი წონის ყოფილი ჩემპიონია. ბრძოლა ლას ვეგასში გაიმართება და 29 ივნისს გამთენიისას დაიწყება.

სხვა სტატიები