Belive

"UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩხუბი იქნება" - თოფურია პადისთან ჩხუბზე

5 თვის წინ სხვა
1 წთ

SHAK MMA-სთან ინტერვიუში ილია თოფურიამ პოტენციურ ბრძოლებზე ისაუბრა. ჩარლზ ოლივეირას დამარცხების შემდეგ, "მატადორი" მოწინააღმდეგედ გეიჯის ან პიმბლეტს განიხილავს. ილიას თქმით, ამ ორს შორის ყველაზე მეტად ინგლისელთან ჩხუბი ხიბლავს.

ჩემი აზრით, ორივეს სჭირდება რომ ვინმეს შეხვდეს. თუნდაც ერთმანეთს. წარსულში ეს დაპირისპირება მეც ვიწინასწარმეტყველე. თუ პადი გეიჯისთან გამარჯვებას მოიპოვებს, მაშინ რატომაც არა? ეს ის ჩხუბია, რომლის ხილვაც ხალხს სურს. ჩემი აზრით, UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჩხუბი იქნება. - განაცხადა ილია თოფურიამ

შეგახსენებთ, რომ ილიას წინ ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბი ელის. მსუბუქი წონის საჩემპიონო ბრძოლა 29 ივნისს გამთენიისას შედგება. დაპირისპირებას ლას ვეგასი უმასპინძლებს.

სხვა სტატიები